საქართველოში ხვალ დათბება – ამინდის პროგნოზი

ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დათბება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.
მათივე ცნობით, 6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის სავარაუდო ტემპერატურაა: დაბლობში +14,+19; მთაში +10,+15; მაღალ მთაში +5,+10 გრადუსი სითბო.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს სინოპტიკოსთა ცნობით, აქ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: ბარში +10,+15; მთაში +7,+12; მაღალ მთაში +3,+8 გრადუსი სითბო.
თბილისში ასევე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა  13 გრადუსამდე დათბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები