თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
მათივე ცნობით, მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე , შეზღუდვა შეეხება: მაჩაბლის, ლეონიძის, ლერმონტოვის და ქიქოძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის და სოლოლაკის ხევის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, გუდაუთის, აგლაძის და მირცხულავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III და IV კვარტლების, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები