პარლამენტში გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ

პარლამენტში გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წამოყენებულ აღნიშნულ ინიციატივას მხარს საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” უჭერენ.
ამ წუთებში პარლამენტში “იური და ზურა ვაზაგაშვილების, ბარბარე რაფალიანცის, გოგი თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და აჩიკო მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობების ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე” დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა.
მათი განმარტებით, მკვლელობის საქმეები, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ შეკვეთილია, დღემდე გამოუძიებელია. ამიტომაც მათი აზრით, მიზანშეწონილია პროცესში საქართველოს პარლამენტი ჩაერთოს და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე მან აიღოს პასუხისმგებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები