რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში საგანგებო სხდომა მოიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში არსებული მდგომარეობის განსახილველად საგანგებო სხდომა მოიწვია. მედიისთვის სხდომა დახურულია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მისული მაღალჩინოსნები უკრაინაში სამშვიდობო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობას განიხილავენ.
კრემლში გამართულ საგანგებო სხდომას პრეზიდენტის მრჩეველი ვალენტინა მატვეენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ივანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ესწრებოდნენ. სხდომა კრემლში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები