რუსეთმა დებალცევოში შესაძლოა, საომარი მოქმედებები შეწყვიტოს

რუსეთი დებალცევოს რაიონში სამშვიდობო შეთანხმების ინიციატივით გამოდის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ შეთანხმებას უკრაინული მხარეც მოაწერს ხელს, მაშინ საბრძოლო მოქმედებები დებალცევოში დროებით შეწყდება.
„მოსკოვმა განიხილა დროებითი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მზად არის არა მარტო მიიღოს საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება, არამედ მთლიანად შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები”,- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს მოსკოვს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესტუმრებიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინაში არსებული საბრძოლო მდგომარეობის განეიტრალება იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები