სარეკლამო კომპანია outdoor.ge – ში საგამოძიებო სამსახური შევიდა
სარეკლამო კომპანია outdoor.ge – ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება – გასაღება, ან გამოყენებას გულისხმობს. ცნობილია, რომ გამოძიება კომპანიის როგორც კონტრაქტორ, ისე შვილობილ კომპანიებშიც მიმდინარეობს.
”ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეგვიძლია. გარკვეული მიმართულებები გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთება,”- აღნიშნავს საგამოძიებო სამასახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი გრძელიშვილი.