ამერიკა და რუსეთი ბირთვული ომის საშიშროების წინაშე დგანან

ამერიკა და რუსეთი ბირთვული ომის საშიშროების წინაშე დგანან. რუსეთის საზღვრებთან მიახლოებული ნატოს ჯარები კი არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებენ. “პოლიტიკის” საერთაშორისო ფონდის დირეტორმა და პოლიტოლოგმა ვიაჩესლავ ნეკონოვმა საინფორმაციო სააგენტო tvzvezda.ruსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკას არ სურს რუსეთის ძლევამოსილების აღიარება. უკრიანის მხარდაჭერა კი მისთვის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია.
“ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა შედეგებს გამოიღებს ბირთვული იარაღის გამოყენება, დედამიწაზე სიცოცხლეს გაანადგურებს, რაც არავისთვის არ არის საიდუმლო. ხოლო რაც შეეხება ნატოს, ის ყოველდღე უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთის საზღვრებს და ეს ფაქტი დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს. ამერიკას რუსეთთან პირდაპირი ომის გამოცხადების ეშინია. ამას ის უკრაინის მეშვეობით აკეთებს”,- განაცხადა ნეკონოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები