ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი , „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას “ დირექტორი მაირ მამადოვი ,კასპის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ვაკეში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა, ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
სოფელი ვაკე , ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე ქვემოჭალის თემის სოფლების: ვაკეს, გორაკასა და ახლაშენის სრული გაზიფიცირებისთვის აშენდა 10 692 მეტრის საშუალო წნევის გაზსადენი. თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც ქვემოჭალის თემში მცხოვრები 162 დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.
პროექტის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირდა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელი: ვაკე, ახალშენი, გორაკა, ხვითი, თვაურები, ყარაფილა, სარიბარი, ზადიაანთკარი, საკორინთლო და პანტიანი. სოფლების გაზიფიცირებისათვის ააშენდა 36 202 მეტრი საშუალო წნევის გაზსადენი და ბუნებრივი აირის მისაღებად 648 ოჯახში უკვე დამონტაჟდა ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძები.
საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმიწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარის გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს.
სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ.
გაზიფიცირების სამუშაოებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები