უკრაინა გაზის იმპორტს პოლონეთიდან განახორციელებს

უახლოეს მომავალში უკრაინა გაზის იმპორტს პოლონეთიდან განახორციელებს, ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის ნავთობკომპანია “ნაფტოგაზის” ხელმძღვანელმა იური ვიტრენკომ დღეს გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილიდან წლის ბოლომდე, უკრაინა პოლონეთიდან 900 მილიონ კუბამეტრ გაზს ღებულობდა, თუმცა 1 იანვრიდან ,არსებული დავალიანების გამო, გაზის მიწოდება უკრაინას შეუწყდა. ვიტრენკო ვარაუდობს, რომ ეს პროცესი რამდენიმე დღეში აღდგება.ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები