ოლანდი და მერკელი პარასკევს პუტინთან შესახვედრად გაემგზავრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრინაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად ჯერ კიევში, შემდეგ კი მოსკოვშიც გაემგზავრებიან. რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია.რუ” იუწყება, რომ ვიზიტის მიზანი უკრაინაში არსებული კონფლიქტის დარეგულირება და უკრინის სახელმწიფოს ტერიტორიული შენარჩუნებაა.
“ანგელა მერკელმა და მე ინიცირება გავუკეთეთ ჩვენს კიევში გამგზავრებას, შემდგომ კი – მოსკოვში. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, რომ უკრიანამ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება შეძლოს. აღნიშნული საკითხის განსახილველად ჩვენ ჯერ უკრაინის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შევხვდებით, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტს – ვლადიმერ პუტინს და კონფლიქტის მოგვარების ყველა შესაძლებლობას ერთად განვიხილავთ”, -განაცხადა ოლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები