სირიაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 35 კი მძიმედ დაშავდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში მომხდარი აფეთქების შედეგად, დღეს დილით 3 ადამიანი გარდაიცვალა, 35 კი მძიმედ დაშავდა.
“როიტერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დამასკოს ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს 40 ყუმბარმტყორცნი ესროლეს. პასუხისმგებლობა აფეთქებებზე სირიაში მოქმედმა “ისლამური სახლმწიფოს” წარმომადგენლებმა აიღეს. ბოლო სამი დღის განმავლობაში ეს სირიაში მომხდარი მესამე ტერაქტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები