“ბოკო ჰარამის” ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა კამერუნში 100 ადამიანი მოკლეს

რადიკალმა ისლამისტებმა, რომლებიც თავს “ბოკო ჰარამას” მებრძოლებად აცხადებენ, კამერუნში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
როგორც საინფორმაციო საშუალება “სი-ენ-ენი” იუწყება, ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას საცხოვრებელ ბარაკებში დაესხნენ თავს. გარდა ამისა, ამოხოცეს ის მორწმუნეებიც, რომლებიც იმ დროს მეჩეთში ლოცულობდნენ. “ბოკო ჰარამი” აფრიკაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტერორისტული გაერთიანებაა. რამდნეიმე დღის წინ, ნიგერიაში მათ მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად სახელმწიფოს მხრიდან 200 -მდე ჯარისკაცი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები