ლადო სადღობელაშვილი – სად იყო დავით უსუფაშვილი აგვისტოს ომის დროს

„გაიგე არა, ხიდაშელო?“ – ამ სიტყვებით ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს მიმართავს. ლადო სადღობელაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ის პირები არ უნდა მართავდნენ, რომლებიც საკუთარ შვილებს დამალავენ და სამხედრო – სავალდებულო სამსახურში, ან ფრონტის ხაზზე არ გაუშვებენ. მისი აზრით, ქვეყანას ის ხალხი უნდა მართავდეს, რომელნიც შვილებს ომში თავადვე გაუძღვებიან და 9 ძმა ხერხეულიძის დედის მსგავსად მოიქცევიან.
„რა შუაშია, შვილებს რატომ ვეხებით? მე თუ გამიწვიეს ჯარში და 2008 წლის აგვისტოში ჩემხელა ბიჭებთან ერთად ავტომატით ხელში გორს ვიცავდი, ვომობდი და ერთ-ერთმა უკანასკნელმა დავტოვე საბრძოლო პოზიციები, როდესაც ჩემს თვალწინ პირტიტველა ბიჭები მტრის ტყვიით კვდებოდნენ, მაშინ თუ მთავრობის წევრების შვილები მაიამის თუ მონტე-კარლოს სანაპიროზე ერთობოდნენ, არაფერი უნდა ვთქვა? რა ჩვენ უპატრონოები ვიყავით და მათი შვილები პატრონიანები? წარმოიდგინეთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, სენატორმა ან კონგრესმენმა თავისი შვილი დამალოს და სხვისი შვილები გაუშვას ომში? იმპიჩმენტი არ აცდება და სამუდამო დისკვალიფიკაცია პოლიტიკიდან.
აეწვათ, მაგრად აეწვათ, განსაკუთრებით „რესპუბლიკელებს“ და ხიდაშელს აეწვათ, როდესაც ბატონმა ივანიშვილმა ამაზე მიუთითა და ამიტომ უწოდეს მას ტურა და ათასი სისაძაგლე. კიდევ რატომ აეწვათ, იცით? არცერთი არაა შვილის ომში გამშვები და ჩვენი სისხლის ფასად უნდათ ამ ცხოვრებით ტკბობა. ვერ მოგართვით. ქვეყანას ის ხალხი უნდა მართავდეს, რომელნიც ომში საკუთარ შვილებს კი არ დამალავენ, არამედ 9 ძმა ხერხეულიძის დედის მსგავსად მოიქცევიან. დიახ!
არცერთი პირი თანამდებობაზე, რომელიც ჯარში სამსახურისგან დამალავს თავის შვილებს და სხვის შვილებს გარეკავს ფრონტის წინა ხაზზე. მგონი გაიგე არა ხიდაშელო?
P.S.ისე, ჩემზე რომ კითხულობ, შენი ქმარი ან პარტიის ლიდერები რაღაც არ შემინიშნავს არც გორში და არც ცხინვალში“, – წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები