ნოდარ ხადური ლარის კურსის დაცემაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლარის კურსის დაცემაში პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. ნოდარ ხადურის თქმით, დეკემბერში ინფლაცია მხოლოდ 2,4 % იყო. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს სამ მილიარდ დოლარამდე რეზერვი აქვს და, საჭიროების შემთხვევაში, უწყება პროცესებში ჩაერევა. ფინანსთა მინისტრი ლარის კურსთან დაკავშირებით მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდება. „პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს სამ მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვი აქვს, რომელიც შარშან ხუთასი მილიონით გაიზარდა. იმის გამო, რომ დეკემბერსა და იანვარში დაწოლა იყო ლარზე, რამდენჯერმე დოლარი გაყიდა და ბაზრის საქმიანობაში ჩაერია. ეროვნული ბანკი ამ ღონისძიებებს იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ ინფლაცია 6%-ს გადააჭარბებს“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.