ალექსანდრე გოლდფარგი: ბადრი პატარკაციშვილი ლიტვინენკოს ქვეყნიდან გაქცევაში ეხმარებოდა

ბადრი პატარკაციშვილი რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ალექსანდრ ლიტვინენკოს ყალბი პასპორტის დამზადებასა და ქვეყნიდან გაქცევაში დაეხმარა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “რია.რუ” ალექსანდრე ლიტვინენკოსთან დაახლოებული პირის ალექსანდრე გოლდფარგის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
გოლდფარგის განცხადებით, ლიტვინენკომ პასპორტი საქართველოში მიიღო და ეს პატარკაციშვილის დამსახურება იყო.
„ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ალექსანდრე ლიტვინენკომ პასპორტი საქართველოში მიიღო, მოგვიანებით კი თურქეთში გაემგზავრა. ლიტვინენკოს ქვეყნიდან გასვლა პატარკაციშვილის დამსახურება იყო. ეს ყველაფერი კი 130 000 დოლარი დაჯდა. რაც შეეხება თანხის ღირებულებას, ის პატარკაციშვილის მეგობარმა ბორის ბერეზოვსკიმ გადაიხადა”, – განაცხადა ლიტვინენკოს მკვლელობის საკითხზე მომუშავე ალექსანდრე გოლდფარგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები