ყირიმში მდგომარეობა რთულდება

   ყირიმში მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. რეგიონისკენ მიმავალი გზები შეიარაღებულმა პირებმა გადაკეტეს.  რამდენიმე სოფელთან „ბლოკ-პოსტებია“ მოწყობილი. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ „ბლოკ-პოსტებზე“ რუსული დროშებია აღმართული. პარალელურად, ადგილობრივი პრემიერი აცხადებს, რომ ყირიმი მხოლოდ ვიქტორ იანუკოვიჩს დაემორჩილება. სერგეი აკსიონოვი პრემიერად ყირიმის უმაღლესმა რადამ გასულ ღამეს დაამტკიცა. აკსიონოვი ამბობს, რომ ქვეყნის ლეგიტიმური მმართველი მხოლოდ ვიქტორ იანუკოვიჩია.
გვიან ღამით გავრცელდა ცნობა, რომ იანუკოვიჩი დონის როსტოვში იმყოფება და დღეს პრესკონფერენციასაც გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები