რადამ ვიქტორ იანუკოვიჩს პრეზიდენტის საპატიო სტატუსი გაუუქმა

უკრაინის რადამ ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, პრეზიდენტის საპატიო სტატუსი სამუდამოდ გაუუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის რადაში დღეს საპარლამენტო უმრავლესობით მიიღეს. მას 226 -მა პარლამენტარმა მოაწერა ხელი.
ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტად 2010 წლის 25 თებერვალს აირჩიეს. 2014 წლის 22 თებერვალს კი ქვეყანაში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ის იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა და უკრაინიდან გაქცეულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები