ევროპარლამენტთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სლოვაკი მამაკაცი დააკავეს

ბელგიაში, ევროპარლამენტთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სლოვაკი მამაკაცი დააკავეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “დეილი ნიუსი“ იუწყება, სამართალდამცავებმა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გაფრთხილება მიიღეს, თუმცა ადგილზე მისულებს ახალგაზრდა მამაკაცი დახვდათ, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იეჟი ბუზეკთან შეხვედრას მოითხოვდა. მამაკაცი მაშინვე განარიდეს იქაურობას, თუმცა წაუყენებენ თუ არა მას ბრალს შესაძლო ტერაქტისთვის, ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები