ბელგიურ გაზეთს – “შარლი ებდოს” მსგავსი ტერაქტით ემუქრებიან

ბელგიურმა სატირულმა გაზეთმა Het Laatste Nieuws-მა “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენლებისგან მუქარა მიიღო. როგორც გაზეთის რედაქციაში იუწყებიან, იმ შემთხვევაში, თუ გაზეთი სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლის, მაშინ ტერორისტები იგივე ტერაქტის გამეორებით იმუქრებიან, რაც ერთი თვის წინ პარიზში, “შარლი ებდოს” რედაქციაში განხორციელდა.
აიღებს თუ არა ამ მუქარაზე პასუხისმგებლობას “ალ-ქაიდან” გაერთიანება და არის თუ არა ეს მუქარა, მართლაც, საფრთხის შემცველი, ამას გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები