იორდანიის მიერ სიკვდილით დასჯილ ისლამისტებს შორის ქალიც იყო

იორდანიის სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დასჯილ ისლამისტ პატიმრებს შორის ერთ-ერთი ქალი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ავრცელებს. რამდენადაც ცნობილი გახდა, ის ერაყის მოქალაქე იყო და იორდანიის ერთ-ერთ ციხეში 2005 წელს განხორციელებულ ტერაქტში მონაწილეობის გამო იმყოფებოდა. მაშინ ტერაქტს 60 ადამიანი შეეწირა. იორდანიის სასმართლომ ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, თუმცა მისი სიკვდილით დასჯის კონკრეტული თარიღი დღევანდელ დღემდე უცნობი იყო. მისი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება კი იორდანიის სახელმწიფომ ისლამისტი რადიკალების მიერ მათი მფრინავის ცოცხლად დაწვის შემდეგ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები