იორდანიის სახელმწიფომ, მათი მფრინავის დაწვის საპასუხოდ, 2 ისლამისტი ტერორისტი სიკვდილით დასაჯა

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იორდანიელი მფრინავის ცოცხლად დაწვის საპასუხოდ, იორდანიაში 2 მსჯავრდებული ტერორისტი სიკვდილით დასაჯეს. მფრინავის ოჯახი სახელმწიფოსგან სისხლის აღებას ითხოვს და ერაყელი ტერორისტების სიკვდილით დასჯით არ კმაყოფილდება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა იორდანიელი მფრინავი მუაზა ალ-კასასბეხი დღეს დაწვეს. ერთ-ერთი უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში ჩანს, თუ როგორ წვავენ “ისლამური სახელმწიფოს” წევრები იორდანიელ მფრინავს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები