სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკაში ბრუნდება

  იტალიის ყოფილი პრემიერ – მინისტრი სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკაში ბრუნდება. სკანდალებით ცნობილი ბერლუსკონი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას მეტოქესთან დადებული გარიგების შედეგად დაუბრუნდება. ექსპრემიერი დემოკრატიული პარტიის ლიდერს მატეო რენცის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციტივების მხარდაჭერას დაჰპირდა. ჯერჯერობით უცნობია, რა პირობა მისცა ბერლუსკონის კონკურენტმა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ შაბათს გამართულ დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ იტალიის ყოფილი პრემიერ – მინისტრი კმაყოფილებას ვერ მალავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები