მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამებაში რამდენიმე კვირით დარჩება
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირით დარჩება. ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ საპატრიარქოში განაცხადა.
“ვითვალისწინებთ რა ხალხის უდიდეს სურვილს მამა გაბრიელის ნეშტთან მიახლებისა და კიდევ იმ მდგომარეობას, რომ მრევლი რამდენიმე საათის რიგში დგომის შემდეგაც ვერ ახერხებს ეკლესიაში შესვლას, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ღირსი მამა გაბრიელ სალოსი (ურგებაძე) კიდევ რამდენიმე კვირით დატოვოს დასვენებული სამების საკათედრო ტაძარში, რათა ხალხს თავისუფლად მისვლის შესაძლებობა ჰქონდეს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.