შალვა პაპუაშვილი: ვულოცავ გიორგი მოდებაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას, ნებისმიერი იურისტისთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლის, გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული პოზიცია ნებისმიერი იურისტისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
„ვულოცავ ბატონ გიორგის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას. ნებისმიერი იურისტისთვის ეს უმაღლესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ეს არის მწვერვალი იურიდიული საქმიანობისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ ამ პატივს და, ამავდროულად, ამ ტვირთს შესაბამისი ტარებაც სჭირდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.