მდინარე მაშავერაზე მომხდარ ფაქტს გარემოს დაცვის სამინისტრო ეხმაურება
მდინარე მაშავერაზე დაფიქსირებულ თევზების დახოცვის ფაქტთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს. სამინისტროს ცნობით, არსებული სიტუაციის შესწავლასა და გამომწვევი მიზეზების დადგენას დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები ადგილზე ახორციელებენ. წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა განსაზღვრის მიზნით, მდინარე მაშავერაზე და მდინარე კაზრეთულაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სინჯების აღებას ახორციელებენ. ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრული იქნება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია. ~მიღებული შედეგების გათვალისწინებით დეპარტამენტი გაატარებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ღონისძიებებს”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.