სასამართლო გიგი უგულავას საქმის განხილვას განაგრძობს

საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პროცესი გაიმართება. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ მტკიცებულებათა ნუსხა უნდა წარმოადგინოს. ყოფილ მერს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან. კერძოდ, “სიტი პარკთან” დადებულ ხელშეკრულებასა და წინასაარჩევნოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხების მობილიზებას. ამავე საქმეში გაერთიანებულია მარნეულის საოლქო კომისიაში მომხდარი ინციდენტი. ამ ეპოზოდში უგულავას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან. სწორედ ამ საქმეზე შეეფარდა გიგი უგულავას პატიმრობა.
“ეს არის ერთადერთი საქმე, რომელზეც გიორგი უგულავას შეფარდებული აქვს პატიმრობა. მის წინააღმდეგ არ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ის იმყოფება უკანონო პატიმრობაში და წარმოებს უგულავას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა,” – განუცხადა “რუსთავი 2-ს” ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები