4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

შაშიაშვილს სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

შაშიაშვილი რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს.

შეგახსენებთ, ევა შაშიაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) აქვს ბრალი წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაშიაშვილი ბრალს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები