როდის გამოიდარებს საქართველოში?
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 მარტიდან დათბება. თბილი ამინდი საქართველოში 5 მარტამდე შენარჩუნდება. მათივე თქმით, წუხელ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმდა, ხოლო მაღალ მთაში კი თოვდა.
„1 მარტიდან დათბება. დასავლეთ საქართველოში 2 მარტიდან ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით დაბალი ტემპერატურა, 10-15 გრადუსია მოსალოდნელი”,- აცხადებენ სინოპტიკოსები.