მედიკამენტები 10-20 პროცენტით გაძვირდა
ფარმაცევტების ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასის ზრდა ლარის გაუფასურებას უკავშირდება. მეორე მიზეზი კი არაკონკურენტუნარიანი ბაზარია – ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ სტატიას აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, მედიკამენტებზე ფასის მატება ყველა ჯგუფის მედიკამენტებს შეეხო, ყველაზე მეტად კი ანტიბიოტიკებს. „რეზონანსი“ წერს, რომ საქართველოში მედიკამენტების 80% იმპორტირებულია, შესაბამისად, საბაზრო ფასი კურსის მიხედვით დგინდება. ლარი დაახლოებით 8%-ით გაუფასურდა და ამ მაჩვენებელს მედიკამენტების ფასის ასეთი მასშტაბური ზრდა არ უდა გამოეწვია. თუმცა, სპეციალისტები გაზეთთან საუბრისას ამბობენ, რომ დასახელებული მიზეზი თითქოს მედიკამენტებზე ფასის მომატება ლარის კურსს მოჰყვა, არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში წამლები 3-5 თეთრით უნდა გაძვირებულიყო. ისინი გამოსავალს ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლასა და კონკურენტუნარიანი ბაზრის შექმნაში ხედავენ.