მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
26 მაისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროცესს ბრალდებული ვანო მერაბიშვილიც ესწრება.
ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ 26 მაისის საქმეზე სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარდგენილი ბრალდება 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
სასამართლომ ვანო მერაბიშვილს რამდენიმე კვირის წინ განაჩენი ე.წ. ფიქტიური დასაქმების ეპიზოდზეც გამოუტანა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.