მიხეილ სააკაშვილი ყვარლის სახლს 1.5 მილიონად ყიდის

  ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში მდებარე, 1.5 მილიონად შეფასებულ სახლს ყიდის, – ამის შესახებ გაზეთი “ქართული სიტყვა” წერს. გამოცემის ინფორმაციით, სახლის ყიდვით, ძირითადად, უცხოელები არიან დაინტერესებული. მიხეილ სააკაშვილის დეკლარაციის მიხედვით, ყვარლის სახლი 45 738 ლარი დაჯდა, მიწის ნაკვეთი კი, რომელზეც სახლია აშენებული, ექსპრეზიდენტმა 33 000 ლარად შეიძინა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა მილიონნახევრად იყიდება. „ბოლო ორი კვირაა, რაღაცას ეზიდებიან მაქედან, ამბობენ სახლს ცლისო”, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები