ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავარ პროკურატურას და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიას (IOM) შორის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ტრეფიკინგის საკითხებში გადამზადებას და მათი უნარ-ჩვევების გამტკიცებას ემსახურება. მემორანდუმს ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის (IOM) ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ მოაწერეს. მემორანდუმის საფუძველზე, აჭარის რეგიონში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პროკურორებისა და შსს-ს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი (Task Force ) შეიქმნება, რომელთა სპეცმომზადებას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) უზრუნველყოფს. სპეციალური ჯგუფი რეგიონში ტრეფიკინგის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას, პრევენციასა და დახვეწილ, თანამედროვე სამართალწარმოებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები