ჰაინრიხ ბიოლის ფონდში თვითმმართველობის რეფორმის შესახებ იმსჯელეს

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდში თვითმმართველობის ახალ რეფორმაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა აღნიშნული ფონდის ორგანიზებით მოეწყო და მიზნად ისახავდა რეფორმის დეტალების გაცნობას ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. თენგიზ შერგელაშვილმა ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის რეფორმის ეფექტურობის, მისი განხორციელების შემდეგ მოსალოდნელი დემოკრატიულობისა და მოსახლეობის ჩართულობის ხარისხის მნიშვნელობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად, შეხვერაზე ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის“ გამგეობის თავმჯდომარე, დავით ლოსაბერიძე და „რეგიონული განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლიზა სოფრომაძე. შეხვედრას 50-ზე მეტი პირი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები