ახალი ჯარიმები პირველი მარტიდან ამოქმედდება?
1 მარტიდან საქართველოს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებები ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტებში, ან მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე, 50 ლარით დაჯარიმდება. ასევე, ცვლილებების მიხედვით, სამართალდამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა 300 ლარით დაჯარიმებას ან 1 წლით მართვის უფლების ჩამორთმევას გამოიწვევს.