იუსტიციის სამინისტრომ საპატრიარქოს უნივერსიტეტთან მემორანდული გააფორმა

  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის გაფორმების მიზანი ინტელექტუალური რესურსის განვითარება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის მიმართულების პროგრამების სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების დანერგვა, იურიდიული განათლების სფეროში კვლევითი და სამეცნიერო პროექტების ერთობლივი განხორციელებაა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას აკადემიური საბჭოს წევრები, კანცლერი და მეუფე იაკობი ესწრებოდნენ. ქართული უნივერსიტეტი 2008 წელს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიერ დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები