საბავშვო ბაღები და სკოლის სასადილოები შემოწმდება
სურსათის ეროვნული სააგენტო სამი თვის განმავლობაში საბავშვო ბაღების კვების ბლოკებსა და სკოლის სასადილოებს შეამოწმებს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ბაგა-ბაღების სასადილოების პერსონალისათვის სააგენტო ტრენინგს ატარებს. თემა – “ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისათვის”იქნება. ტრენინგში მონაწილეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები და მთავარი სპეციალისტ-ინსპექტორები მიიღებენ.
ტრენინგი 1, 2 და 9 მარტს, 12, 13 აპრილს თბილისში, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”; ხოლო 3, 4 მაისს – ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება. “ხუთი გასაღების პრინციპი უვნებელი სურსათისათვის” სოფლის მეურნეობის შესაძლებლობათა განვითარება – საქართველო (CBA-G) პროექტის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ხორციელდება.