რითი ჩაანაცვლეს ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე აფხაზეთის სტენდი – „კვირას“ ექსკლუზიური ფოტომასალა

ბერლინის სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე დე ფაქტო აფხაზეთის სტენდი სავაჭრო ობიექტით ჩაანაცვლეს. „კვირამ“ შეცვლილი სტენდის ფოტომასალა გერმანიიდან ექსკლუზიურად მოიპოვა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს შესთავაზა, რომ მათ მომავალ წელს, ყოველწლიურ ფესტივალში მონაწილეობა ამჯერად საქართველოსთან ერთად მიიღონ, საკუთარი პროდუქცია კი, სწორედ ქართული სტენდის ფარგლებში წარმოადგინონ.
„კვირას“ წყაროს თქმით, რომელიც გამოფენის მიმდინარეობას ესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე ორგანიზატორებმა ბოდიში მოიხადეს და ე.წ. აფხაზეთის სტენდი აიღეს, ამ ფაქტს ოკუპირებული ტერიტორიის წარმომადგენელთა მხრიდან გაღიზიანება არ მოჰყოლია.10949893_338950136311176_1985951658_n
დელეგაციის ქართველ წევრებს, გამოფენის ორგანიზატორებსა და აფხაზეთის რეგიონის კერძო კომპანიის წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული და შედეგიანი საუბარი შედგა.
„კვირას” ინფორმაციით, მოგვიანებით ბერლინში გამოფენაზე ჩასულმა ქართულმა ანსამბლმა “შვიდკაცამ” სიმღერა აფხაზურ ენაზე შეასრულა, რასაც გამოფენაზე ჩასული აფხაზების ემოცია მოჰყვა.
„კერძო კომპანიის წარმომადგენელი აფხაზი ქალბატონი ამ სიმღერამ იმდენად ააღელვა, რომ ცრემლები ვერ დამალა. ყველაფრის მიუხედავად, იქ საერთოდ არ იგრძნობოდა ქართველებსა და აფხაზებს შორის მტრული დამოკიდებულება”, – ამბობს „კვირასთან“ ქართველი ემიგრანტი, რომელიც ფაქტს თავად შეესწრო.967978_338950232977833_1542215588_n
ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა კუთხემ და შესრულებულმა სიმღერებმა რომ დიდი ინტერესი გამოწვია, ამაზე „კვირასთან“ ანსამბლ „შვიდკაცას“ მენეჯერი გიორგი ლომთათიძეც საუბრობს.
„შვიდკაცამ“ ფესტივალის სტუმრებს ქართული მრავალხმიანი ფოლკლორული და ასევე ქალაქური სიმღერები გააცნო.
ანსამბლმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებიც შეასრულა.
„როგორც ცნობილია, ფესტივალს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. მას უამრავი ადამიანი სტუმრობს, წელსაც არ ყოფილა გამონაკლისი. მოხარულები ვართ, რომ ქართულმა კუთხემ, ქართულმა სიმღერამ ფესტივალის სტუმრების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ფესტივალზე გაჟღერდა როგორც ფოლკლორული, ასევე ქალაქური ჟანრის ნაწარმოებები. მსმენელს საშუალება მიეცა, მოესმინა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, შესრულდა მეგრული, კახური, აფხაზური, სვანური და სხვა კუთხეების მრავალხმიანი მელოდიები. ჩვენი ანსამბლი მოხარულია, რომ ქართული შემოქმედების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღების საშუალება“,-აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას გიორგი ლომთათიძემ.10946011_338950246311165_506106902_n
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ქ. ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“ 16 იანვარს გაიხსნა და უკვე დაიხურა. ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორები საქართველოს სტენდს ეწვივნენ, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას, საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს გერმანიაში, ლადო ჭანტურიას და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს ნოდარ კერესელიძეს შეხვდნენ.
გამოფენის ორგანიზატორმა ლარს იეგერმა შექმნილი უხერხულობის გამო ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა.
„მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენს – ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ მინდა, ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. 10942846_338950249644498_1973264739_n
გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ. ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა – ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც. ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა, მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება. ასე, რომ „მწვანე კვირეულის“ განწყობა კვლავ მშვიდობიანია და ჩვენ საქართველოს მონაწილეობით დიდ მომავალს ვხედავთ“, – განაცხადა ლარს იეგერმა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ლადო ჭანტურია აცხადებს, რომ კერძო კომპანიამ გამოფენის სტენდის დაქირავების პირობები დაარღვია და გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ბერლინის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა “მწვანე კვირეულს” ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები