„ყველაზე დიდი დანაშაული – სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა იყო“

  ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საკუთარ შეცდომებზე საუბრობს. მისი თქმით, მისი ერთ-ერთი შეცდომა საკდრო პოლიტიკაა, ხოლო უპატიებელ შეცდომად აფხაზეთის ომს მიიჩნევს, – ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
„საკადრო პოლიტიკა, აი რის გამო მაქვს ყველაზე დიდი სინანული. იყვნენ ჩემს გარშემო კარგი ადამიანები, მაგრამ იყო ბევრი უღირსი. ვნანობ, რადგან რომ არა ისეთი გარემოცვა, შესაძლოა ჩემი მოღვაწეობა უფრო შედეგიანი ყოფილიყო. რაც შეეხება შეცდომებს, ასეთი ბევრი იყო, მაგრამ უპატიებელ შეცდომად მიმაჩნია აფხაზეთის ომი, თავიდან რომ ვერ ავიცილე. არადა, ეს შესაძლებელი იყო.
დღემდე მაწუხებს „თვითმფრინავის ბიჭების“ განაჩენი, თუმცა, მერწმუნეთ, აქაც უძლური ვიყავი. არაფრის შეცვლა არ შემეძლო. რაც შეეხება დანაშაულს, მითქვამს და კიდევ გავიმეორებ- იმაზე დიდი დანაშაული არ მიმიძღვის ქვეყნის წინაშე, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა იყო“, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები