მებაჟე ოფიცრებმა 6 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის შემოტანის ფაქტი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ბულგარეთის მოქალაქეების ს.ბ.პ.-ისა და გ.ვ.ა.-ის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 6,295 გრამი კოკაინი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს.