უკრაინის უშიშროების საბჭომ მარიუპოლის ტერაქტის თაობაზე „ბოევიკების“ მოლაპარაკებების ჩანაწერი მოიპოვა

უკრაინის უშიშროების საბჭომ მარიუპოლის ტერაქტის თაობაზე „ბოევიკების“ მოლაპარაკებების ჩანაწერი მოიპოვა. როგორც საუბრებიდან ირკვევა, ტერორისტები „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურების ბრძანებას ასრულებდნენ. უკრაინის „მეხუთე არხის“ მონაცემებით, უკრაინის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს ბოევიკების – “ტერორისტისა“ და „პეპელის“ მოლაპარაკებების ჩანაწერი „გრადის“ აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ. მოლაპარაკებების ბოლოს საუბარია ასევე ტალაკოვკის აფეთქებაზეც, რომელიც მარიუპოლის მახლობლად მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „ბოევიკებმა“ მარიუპოლში აფეთქება მოახდინეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სკოლა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 30 და დაიჭრა 97 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები