საქართველო – რუსეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყო

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დაიწყო. როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის ძირითად განსახილველ საკითხს წარმოადგენს ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირეები კვირის განმავლობაში.
შეხვედრას ასევე ესწრება შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლი. აღნიშნული მოლაპარაკების ფარგლებში ქართული მხარე მაქსიმალურად შეეცდება, რომ გათვალისწინებული იყოს ქართული ავიაკომპანიებისა და, ამავდროულად, მომხმარებელთა/მგზავრთა ინტერესები.
მოლაპარაკების პროცესში ქართული მხარის ძირითადი მოთხოვნა იქნება – ფრენის სიხშირეების გადანაწილება განხორციელდეს პარიტეტის საფუძველზე იმგვარად, რომ მიღწეულ იქნას ზემოაღნიშნული მიზნები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები