უკრაინაში „ბოევიკებს“ რუსეთის არმიის შტაბის მეთაური ხელმძღვანელობს
დონბასის ბრძოლებში გენერალ-მაიორი, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის შტაბის მეთაური სერგეი კუზოვლევი მონაწილეობს. „შემთხვევით მოხვდა?“ – სვამს კითხვას უკრაინის „ნოვი რეგიონი“. სააგენტოს მონაცემებით, კუზოვლევი, კერძოდ, АТО-ს ძალების საწინააღმდეგო მოქმედებებს პოპასნაიას რაიონში ხელმძღვანელობს. ამის შესახებ АТО-ს პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას.
„არსებული ცნობით, რუსულ ტერორისტულ ჯარებს, რომლებიც დასახლებულ პუნქტ პოპასნაიას რაიონში უკრაინული ქვედანაყოფების წინააღმდეგ შეტევას ახორციელებენ, პირადად რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის შტაბის მეთაური სერგეი კუზოვლევი ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ მთავრობას ჰააგის ტრიბუნალში მიმართვის მომზადების პროცედურის დაწყება დაავალა. მიმართვა ტერორისტების მიერ 2014-2015 წლებში უკრაინის მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და „დობეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებას ეხება.