წიგნის „დიდი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია – „დიდი ექვთიმე“. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აკადემიკოსი როინ მეტრეველი გაუძღვებიან.
წიგნი „დიდი ექვთიმე“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. წიგნში შესულია 32 მეცნიერისა და მწერლის სტატიები ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ. მასში გამოყენებულია ის საარქივო მასალა, რომელიც მოგვითხრობს საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. „დიდი ექვთიმეს“ შემდგენელი და მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები