საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა გაგრძელდება
საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განხილვა გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდზე იმსჯელებენ. საქმე ეხება კომპანია “სითი პარკსა” და, წინასაარჩევნოდ, “ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხების მობილიზებას. ამავე საქმეში გაერთიანებულია მარნეულის საოლქო კომისიაში მომხდარი ინციდენტი. ამ ეპოზოდში უგულავას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან. სწორედ ამ საქმეზე შეეფარდა გიგი უგულავას პატიმრობა.