შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ხვიჩა რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით, ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც მას სოფელ სურების ტერიტორიაზე მდებარე ტყეში დამალული იარაღი საკუთარი ავტომანქანით, ამავე სოფელში – საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაჰქონდა. დაკავებულის ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულია „ა-კა-ესი“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 36 საბრძოლო ვაზნით. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2-ე ნაწილებით).