სამებაში შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის პარაკლისი შესრულდება
სამების საკათედრო ტაძარში დღეს პარაკლისი შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის შესრულდება. ამასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებისა და სიწმინდეების მოლოცვა 12.00-დან 17.00 საათამდე შეეძლებათ. პარაკლისს ტაძრის მღვდელმსახურები გადაიხდიან. საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსახლეობას სთხოვენ ტაძარში დაბრძანებული ღირსი მამის წმინდა ნაწილები დროის სხვა მონაკვეთში მოილოცონ, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეტ პირს ჰქონდეს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა.