ესპანეთის პოლიციამ, ტერორიზმის ბრალდებით, 4 ადამიანი დააკავა

ესპანეთის პოლიციამ, მაროკოს მოსაზღვრე სეუტას ანკლავში, ტერორიზმის ბრალდებით, 4 ადამიანი დააკავა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ესპანეთისა და მაროკოს მოქალაქეები ესპანეთში ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრალდებულები რადიკალური ისლამის მიმდევრები და კარგად გაწვრთნილები არიან. პოლიციამ რეიდის დროს იარაღი, სამხედრო ფორმები, კომპიუტერები ამოიღო.
სამართალდამცველები ასევე აცხადებენ, რომ ბრალდებულებზე გავლენა, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების ინტერნეტ-პროპაგანდამ მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები