ინტერნეტში დაჭრილი დეპუტატის პირველი ფოტო გავრცელდა

უკრაინულ მედია-საშუალებებში დაჭრილი მემარჯვენე სექტორის ლიდერის, სახალხო დეპუტატის დიმიტრი იაროშის ფოტო გავრცელდა. ეს ფოტო პირველია, რომელზეც უკრაინელი სახალხო დეპუტატი ATO-ს ზონაში საკმაოდ მძიმედ დაჭრის შემდეგ გამოჩნდა. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ აფეთქების შედეგად იაროშს მარჯვენა ხელის გარდა, სახის არეშიც საკმაოდ მძიმე ჭრილობა აქვს მიღებული.
„ჭრილობა მივიღე. ომში ეს ხდება. მარჯვენა ხელი სამწუხაროდ ამჟამად არ მუშაობს, მაგრამ არის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება!”, – მოჰყავს „korrespondent.net“-ს დიმიტრი იაროშის სიტყვები.
შეგახსენებთ, რომ  დიმიტრი იაროში 21 იანვარს დონეცკის აეროპორტის დაცვის ოპერაციის დროს დაიჭრა.

წყარო: „korrespondent.net“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები