პარიზის ტერაქტების აფროამერიკელი მონაწილე პარიზშივე დაკრძალეს
აფროამერიკული წარმოშობის 32 წლის ამედ კულიბალი, რომლის ტერაქტმაც პარიზში, ერთ-ერთ ებრაულ სუპერმარკეტში 4 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, დღეს პარიზში დაკრძალეს. მართალია, იგი საფრანგეთის მოქალაქე არ იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ იმიტომ მიიღო, რომ კულიბალის გარდაცვლილი სხეული არავის გამოუთხოვია.