საფრანგეთის პირველმა ლედიმ საავადმყოფო დატოვა
საფრანგეთის პირველი ლედი ვალერი ტრიერვეილერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს. ამ დრომდე უცნობი რჩება ფრანსუა ოლანდის მეგობარი ქალის კლინიკაში მოთავსების მიზეზი. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, მისი საავადმყოფოში გადაყვანა საფრანგეთის პრეზიდენტსა და ფრანგ მსახიობ ჯული გაიეს სასიყვარულო ურთიერთობებს უკავშირდება. საფრანგეთის პირველი ლედი საავადმყოფოში წამლის დიდი რაოდენობით მიღების გამო მიიყვანეს. ფრანსუა ოლანდის ახლო კავშირის შესახებ ფრანგ მსახიობთან კი ჟურნალმა “Closer”-მა დაწერა. ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაცია მომხდარზე კვლავ არ აკეთებს კომენტარს.